კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების განყოფილებისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის ,,საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელის ალი გასანოვის წიგნის - ,,გეოპოლიტიკა“- პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნულ სახელმძღვანელოში განხილულია გეოპოლიტიკის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის წარმოშობის საკითხები, მისი შექმნის ისტორია, ძირითადი ცნებების ფორმირება და განვითარება, ასევე წარმოდგენილია ფართო ინფორმაცია მსოფლიოს ძირითად გეოპოლიტიკურ მოვლენებზე, პლანეტის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე ძალების ცენტრებსა და მათ ურთიერთობაზე;
წიგნის წარდგინების ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა. რექტორი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ,, ჟურნალისტ ქალთა ასოციაციის“ წარმომადგენელს, პროექტის კოორდინატორს სევილ იუსიფოვას და მას სიტყვა გადასცა.
სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ კსუ-ს ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი თამარ კიკნაძე.
საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავჯდომარემ და ღონისძების ორგანიზატორმა - ალი ბაბაევმა კსუ-ს ბიბლიოთეკას ,,გეოპოლიტიკის“ 40 სახელმძღვანელო საჩუქრად გადასცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება