კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოსთან ერთად სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს - ,,ბუნება მბრძანებელია’’- ატარებს.
8 ნოემბერს ინტელექტუალური თამაშების ახალი სეზონი ოფიციალურად განახლდა. პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი სარეკომენდაციო ვალდებულებების მნიშვნელობის გაცნობიერება. ახალი სეზონის პირველ ინტელექტუალურ თამაშში ერთმანეთს გლდანი-ნაძალადევის (N12-ე, N 32-ე, „თამარიონი“, N 209-ე, N 16-ე, ნუნუ ავაგუმაშვილის, N 45-ე, N 112-ე, N 14-ე, სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა”, N 120-ე) საჯარო სკოლები შეხვდნენ. შეჯიბრებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს წარმომადგენლები: სატყეო პოლიტიკის კოორდინატორი ზაზა კვანტალიანი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კოორდინატორი მაია კაპანაძე ესწრებოდნენ. ღონისძიებას კსუ-ს რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ინტელექტუალურ თამაშში გლდანი-ნაძალადევის რაიონის სკოლებიდან 112-ე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება