სადაზღვევო კომპანია ,,იმედი ელის” გლდანის ფილიალის კოორდინატორი სულიკო სანდოძე და გაყიდვების პერსონალის დაგეგმვის მენეჯერი თამარ კაზალიკაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.<" /> სადაზღვევო კომპანია ,,იმედი ელის” გლდანის ფილიალის კოორდინატორი სულიკო სანდოძე და გაყიდვების პერსონალის დაგეგმვის მენეჯერი თამარ კაზალიკაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.<" /> სადაზღვევო კომპანია ,,იმედი ელის” გლდანის ფილიალის კოორდინატორი სულიკო სანდოძე და გაყიდვების პერსონალის დაგეგმვის მენეჯერი თამარ კაზალიკაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.<">
სადაზღვევო კომპანია ,,იმედი ელის” გლდანის ფილიალის კოორდინატორი სულიკო სანდოძე და გაყიდვების პერსონალის დაგეგმვის მენეჯერი თამარ კაზალიკაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ის პირობები და მოვალეობები გააცნეს, რაც დაინტერესებისა და თანამშრომლობის შემთხვევაში, მათ, როგორც აგენტებს, დაევალებათ.
თავად კომპანია ფიზიკურ პირებსა თუ ორგანიზაციებს ჯანმრთელობის დაზღვევის სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს, რომლის ფასი თვეში 15 ლარიდან იწყება და მედიკამენტების, ამბულატორიულ, სტომატოლოგიურ თუ ანალიზების ხარჯებს მოიცავს.
აგენტის პოზიციით დაინტერესებულ სტუდენტებს გამოცდის, ტრენინგებისა და გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ყოველი კვარტლის ბოლოს, კარიერული განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ. გლდანის ფილიალის კოორდინატორის სულიკო სანდოძის თქმით, თავად აგენტი სპეციალური ბაზით ხელმძღვანელობს, მას შეუძლია აფთიაქებსა და სხვადასხვა ლოკაციებზე ინდივიდუალურად გაესაუბროს პოტენციურ კლიენტებს და მათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი შესთავაზოს.
შეხვედრის შემდეგ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სადაზღვევო კომპანია ,,იმედი ელის” შემოთავაზება მიიღეს და სპეციალური სააპლიკაციო ფორმები შეავსეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება