29-30 ოქტომბერს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელშეწყობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში განახლდა საქართველოს ჩემპიონატი კავეენში. ახალ სეზონში მონაწილე გუნდების რაოდენობა 20-ით განისაზღვრა. 30 ოქტომბერს იუმორისტულ კონკურსში 10 გუნდი მონაწილეობდა, მათგან ერთ-ერთი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი - „Old Boys” გახლდათ. 29-30 ოქტომბრის თამაშებს გაცნობითი ხასიათი ჰქონდა და ჟიური არ აფასებდა. წარმოდგენილი 20 გუნდიდან ოცივეს შეუძლია შემდეგ ეტაპზე მოხვდეს და კონკურსის პირობებში გააგრძელოს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ საუკეთესო გუნდი ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება