კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების სამსახური 2011 წლიდან ფუნქციონირებს. სამსახური დაინტერესებულ პირებს სისტემატურად სთავაზობს სატრენინგო და სასერტიფიკატო კურსებს, რომელიც გათვლილია ზრდასრულთათვის და ორიენტირებულია საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებზე. უწყვეტი განათლების სამსახური, მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, მუდმივად შეიმუშავებს ახალ კურსებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების ძალისხმევით. მეთოდური თვალსაზრისით, ტრენინგები ემყარება სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიულ მეთოდებს, რაც განაპირობებს ამგვარ კურსებზე მოთხოვნილების ზრდას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2013 წლის TEMPUS-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი - „უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება“, სადაც კსუ ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტია. უწყვეტი განათლების სამსახურმა 24-30 ოქტომბერს ოთხდღიანი „ტრენერების ტრენინგის“ კურსი განახორციელა, რომლის ძირითადი თემატიკა და მიზნებია სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს ტრენერისთვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები შეასწავლოს, რათა მათ სწორად დაგეგმონ და განახორციელონ ტრენინგი, სწორად შეარჩიონ სათანადო მასალები და ჯგუფში სწავლისათვის ხელშემწყობი გარემო შექმნან. კურსის თემატიკა ასე განისაზღვრა:
• ტრენინგის ციკლი;
• ზრდასრულთა სწავლის თავისებურებები;
• სწავლების თანამედროვე მეთოდები;
• შეფასება, უკუკავშირი, ევალუაცია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება