წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია 19 ოქტომბერს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიხსნა. საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქოსთან, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო საღვთისმეტყველო ცენტრთან (ცენტრის ხელმძღვანელი - ლენტეხისა და ცაგერის მთავარეპისკოპოსი მეუფე სტეფანე), კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიცაა. 23 ოქტომბერს, კონფერენციის სტუმრებსა და ორგანიზატორებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, ადმინისტრაციულ კორპუსში დახვედრის შემდეგ ისინი უნივერსიტეტის მარანს - „კოლხი“- ესტუმრნენ. სტუმრებმა უნიკალური ქართული ჯიშის ვაზები, საწნახელი და ორდონიანი მარანი დაათვალიერეს. ისინი გაეცნენ ქვევრზე ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდსაც. ფილოსოფიისა და თეოლოგიის დოქტორ, ავსტრალიის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორ ბრონვინ ნილსა და ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსს, ცაგერის სასულიერო სემინარიის რექტორ, მთავარეპისკოპოს სტეფანეს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, იღუმენმა დიონისე შლენოვმა მიღებული შთაბეჭდილების საფუძველზე ექსპრომტად დაწერილი საკუთარი ლექსი წაუკითხა იქ მყოფ სტუმრებს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარან „კოლხი“-ს დათვალიერების შემდეგ სტუმრებს ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება