საქართველოს პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები პარლამენტს ესტუმრნენ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ და წევრებმა სტუდენტებს უმასპინძლეს. კომიტეტის წევრებმა თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ინტერაქტიულ შეხვედრაზე კითხვის დასმის მსურველ ყველა სტუდენტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის გაცნობის საშუალება მიეცა. შეკითხვების ძირითადი ნაწილი შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემებს, რეგიონულ პოლიტიკას, მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების საკითხებს; ამასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების, დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულების საპარლამენტო კონტროლის ეფექტურობას.
კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტებს საკანონმდებლო წინადადებების მომზადება და საკომიტეტო მოსმენებზე დასწრება შესთავაზა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა და კომიტეტის ხელმძღვანელობამ ერთობლივი, სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება