სასერტიფიკატო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირებაში უფასო სასერტიფიკატო პროგრამას სთავაზობს.
პროგრამა გათვლილია იმ სტუდენტებზე, რომელთაც აქვთ საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყების სურვილი. კურსი დაეხმარება მათ შეადგინონ ბიზნეს-გეგმა, გადაწყვიტონ რა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა მისცენ თავიანთ ბიზნესს, როგორ ჩამოაყალიბონ ორგანიზაციის სტრუქტურა და როგორ გახდნენ წარმატებული მეწარმეები.
პროგრამაზე დარეგისტრირების ეტაპები:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ბიზნეს-სკოლა-ინკუბატორის ერთობლივი სერტიფიკატი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 1 ნოემბერი.
გასაუბრების ჩატარების თარიღი: 5 ნოემბერი, 18:00 სთ (504 ოთახი).
პროგრამის დაწყების თარიღი: 9 ნოემბერი.
ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ხუთშაბათი: 18:00-დან - 20:30-მდე.
პროგრამის ხანგრძლივობა: 1 თვე.
ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 12 სტუდენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერის განვითარების ცენტრს.
ნანა გადელია
მობ.: +(995) 599800299
E-mail: career@ciu. edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება