საქართველოს პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები პარლამენტს ესტუმრნენ.
" /> საქართველოს პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები პარლამენტს ესტუმრნენ. " /> საქართველოს პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები პარლამენტს ესტუმრნენ. ">საქართველოს პარლამენტის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები პარლამენტს ესტუმრნენ.
საქართველოს პარლამენტი რეგულარულად მასპინძლობს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მისიით, ფუნქციებითა და საქმიანობით დაინტერესებულ ჯგუფებს.
21 ოქტომბერს სტუდენტებს საქართველოს პარლამეტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უმასპინძლა და ძირითად რეფორმებზე ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარლამენტში 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით შემოსული 27094 წერილის 41% სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტშია შემოსული.
კომიტეტის წევრების სიტყვით გამოსვლის შემდეგ დისკუსია გაიმართა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ შეკითხვები დაესვათ მომხსენებელთათვის.
შეხვედრის შეჯამებისას სამომავლო თანამშრომლობის გეგმა დაისახა და პარლამენტში საექსკურსიო ტური მოეწყო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება