პროპაგანდა საუკუნეების განმავლობაში წარმატებულად გამოიყენებოდა და დღემდე გავლენას ახდენს როგორც ქვეყნების შიდა პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაზე, ისე საერთაშორისო ურთიერთობებზე. მედიის როლი ჰიბრიდულ ომში, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ტექნოლოგიები ისტორიულ ჭრილში, იდეოლოგიური დისკურსი მწერლის მედიატექსტში - სემინარის მომხსენებლებმა სამუშაო საკითხები ამ თემების ირგვლივ გაშალეს.
17 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო სემინარი -მედიაპროპაგანდა - ისტორიული რაკურსი და თანამედროვეობა - გაიმართა. სემინარი საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა თემით: ,,პატარა ამბების ჟურნალისტიკა“ გახსნა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პროდუქცია რუსუდან კვარაცხელიამ და ნინო ჭალაგანიძემ წარადგინეს. სემინარის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის პროგრამის გენერალური პროდიუსერის, რევაზ ჭიჭინაძის წიგნის ,,სამაუწყებლო მედიაპროპაგანდის ანალიზი (საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან ვარდების რევოლუციამდე)“ პრეზენტაცია გაიმართა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო სემინარის მიზანს წარმოადგენდა:
• საქართველოში ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა;
• სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის კონტაქტების დამყარება;
• უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი საქმიანობის რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება