ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო სემინარი. 17.10.2015
" /> ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო სემინარი. 17.10.2015 " /> ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო სემინარი. 17.10.2015 ">ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მედია უდიდეს როლს ასრულებს. ერთი მხრივ, ის პოლიტიკურ დღის წესრიგზე ახდენს გავლენას, მეორე მხრივ კი - პლურალისტური საზოგადოებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი.
პროპაგანდა საუკუნეების განმავლობაში წარმატებულად გამოიყენებოდა და დღემდე გავლენას ახდენს როგორც ქვეყნების შიდა პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ეტაპზე პროპაგანდის ცნება მოძველებულად ითვლება, მან აქტუალურობა არათუ არ დაკარგა, არამედ გაცილებით უფრო დახვეწილი და შეფარული გახდა, ვიდრე ოდესმე. პროპაგანდის ძალას კი მასობრივ ცნობიერებაზე მისი ზემოქმედების უნარი განაპირობებს.
თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემაში პროპაგანდის ტრადიციულ საშუალებებს (პრესა, რადიო, ტელევიზია) დაემატა გლობალური ქსელი (ინტერნეტი), რომელიც, დაფარვის უდიდესი ზონის გამო, განსაკუთრებულად მძლავრ იარაღად იქცა.
დაგეგმილი სამეცნიერო სემინარის მიზნები მრავალგვარია:
•საქართველოში ერთიანი აკადემიური გარემოს განვითარების ხელშეწყობა;
•უმაღლეს სკოლებს შორის სამეცნიერო კავშირების ფორმირება, ნაყოფიერი პროფესიული ურთიერთობების განვითარება;
•სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება: ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;
•სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის კონტაქტების დაყარება;
•უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი საქმიანობის რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან დაკავშირება.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო სემინარი 2015 წლის 17 ოქტომბერს, შაბათს, 11:00 ზე გაიხსნება. (ოთახი N 305)
მისამართი:0141, თბილისი, ნაძალადევის რაიონი, სანზონა, ჩარგლის ქუჩა N 73
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება