მევენახეობა-მეღვინეობისა და აგროტექნოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო ბაზაზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ღვინის თეატრის პრეზენტაცია და სპექტაკლის _ „შენ ხარ ვენახი...“ _ პრემიერა შედგა.
თეატრალური წარმოდგენების, ხალხური სიტყვიერებისა და ხალხური რეწვის დარგების საშუალებით, ღვინის თეატრის მიზანია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაცია, პროზისა და დრამატურგიის ნიმუშების შექმნა და თეატრალური წარმოდგენების ორგანიზება.
ლიტერატურულ-შემეცნებით ინსცენირებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხალხური ანსამბლი და სტუდენტებით დაკომპლექტებული სამხატვრო დასი მონაწილეობდნენ.
დამდგმელი რეჟისორისა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ეკატერინე კვირკელიას განცხადებით, სპექტაკლისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ.
თეატრალური წარმოდგენა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს, მათი თქმით, დასის წევრები ბუნებრივად მოერგნენ გარემოს, რაც მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.
ინსცენირების ავტორი პოეტი ედუარდ უგულავა გახლავთ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება