პროფესიულ წრეებში არა ერთი წელია, საუბრობენ, რომ მომავლის ჟურნალისტიკა მხოლოდ დარგობრივ მიმართულებებზე იქნება ორიენტირებული, სწორედ ამგვარი სისტემა შექმნის პროფესიულ მედიაკადრებს.
" /> პროფესიულ წრეებში არა ერთი წელია, საუბრობენ, რომ მომავლის ჟურნალისტიკა მხოლოდ დარგობრივ მიმართულებებზე იქნება ორიენტირებული, სწორედ ამგვარი სისტემა შექმნის პროფესიულ მედიაკადრებს. " /> პროფესიულ წრეებში არა ერთი წელია, საუბრობენ, რომ მომავლის ჟურნალისტიკა მხოლოდ დარგობრივ მიმართულებებზე იქნება ორიენტირებული, სწორედ ამგვარი სისტემა შექმნის პროფესიულ მედიაკადრებს. ">პროფესიულ წრეებში არა ერთი წელია, საუბრობენ, რომ მომავლის ჟურნალისტიკა მხოლოდ დარგობრივ მიმართულებებზე იქნება ორიენტირებული, სწორედ ამგვარი სისტემა შექმნის პროფესიულ მედიაკადრებს.
აღნიშნული თემის გაგრძელებაა ჟურნალისტიკის რესურსცენტრის, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" პროგრამა ალიანსები მცირე კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის მიერ მხარდაჭერილი ერთობლივი პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აგროჟურნალისტიკის განვითარებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული პროექტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და, საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების მედიასკოლებთან ერთად, მასში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამაცაა ჩართული.
4-5 ოქტომბრის სამუშაო შეხვედრები ელექტრონულ სახელმძღვანელოში ბოლო შესწორებებსა და კურიკულუმებში ახალი საგნის ინტეგრირებას უკავშირდებოდა. კსუ-ს ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასა და პროექტის მომდევნო ეტაპებზე საქმიანობაში ჩართვის მზაობა დაადასტურა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება