აისეკის ლოკალური კომიტეტის ხელმძღვანელებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს," /> აისეკის ლოკალური კომიტეტის ხელმძღვანელებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს," /> აისეკის ლოკალური კომიტეტის ხელმძღვანელებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს,">
მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC (აისეკი) 1948 წლიდან ახალგაზრდებისათვის საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მათ საკუთარი პოტენციალის განვითარება და საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
AIESEC არის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ან ახალკურსდამთავრებულთა მიერ მართული გლობალური, არაპოლიტიკური, დამოუკიდებელი და არაკომერციული სტუდენტური ორგანიზაცია, რომლის წევრები დაინტერესებული არიან საერთაშორისო საკითხებით, ლიდერობითა და მენეჯმენტით.
29 სექტემბერს აისეკის ლოკალური კომიტეტის ხელმძღვანელებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, რაც მოკლე და გრძელვადიან საერთაშორისო სტაჟირებას გულისხმობს. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს სტუდენტის სტატუსი, ფლობს ინგლისურ ენას და მისი ასაკი 29 წელს არ აღემატება, შანსი აქვს ორგანიზაციის წევრი გახდეს, მიიღოს საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება, რაც ორგანიზაციის სხვადასხვა დეპარტამენტში მოხალისეობრივ მუშაობას, გაცვლითი პროგრამების კოორდინირებას, ადგილობრივი პროექტების დაგეგმვასა და კონფერენციების ორგანიზებას მოიცავს.
Global Citizen არის AIESEC ის ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიარონ 6-დან 8 კვირამდე მოხალისეთა სტაჟირება საზღვარგარეთ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოცდილება მიიღონ.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ სააპლიკაციო ფორმა შეევსოთ, რის საფუძველზეც ორგანიზაცია მათ უშუალოდ დაუკავშირდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება