,,არაკი ჩემი მიწისა”, ,,თეატრი თეატრში" - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მულტიმედია ცენტრის ბაზაზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ჩვენება გაიმართა. პრეზენტაციას უნივერსიტეტის კანცლერი, რექტორი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენების დასასრულს დისკუსია გაიმართა, სტუმრებმა ფილმები დადებითად შეაფასეს. კსუ-ს მულტიმედია ცენტრი საჯარო ჩვენებებს ოთხშაბათობით გამართავს, ყველა მსურველს საშუალება ექნება ცენტრის ბაზაზე მომზადებული ფილმები იხილოს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება