შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროექტს - „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“.
„სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ - კონკურსისათვის რეგისტრაცია 28 სექტემბერს დაიწყო.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად და მასში ჩართვა 4-6 წევრისაგან შემდგარ სტუდენტურ გუნდებს შეუძლიათ. კონკურსის პირველი, შესარჩევი ეტაპი, რეგისტრაციის გავლასთან ერთად, სიმულაციური დავალების შესრულებას გულისხმობს. გუნდების შექმნის, რეგისტრაციის გავლისა და დავალების შესრულებისათვის სტუდენტებს დრო 10 ნოემბრის ჩათვლით ექნებათ.
რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისათვის მსურველები 28 სექტემბრიდან უნდა ეწვიონ ვებგვერდებს: www.mokalake.ge; www.neac.ge .
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება