მუსიკალური ნომრები, მიმები და სიმბოლური საჩუქრები – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა და კანცლერმა მიულოცეს. კახაბერ კორძაიამ ყველაზე მაღალი ქულებით ჩარიცხულ პირველკურსელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
გახსნის ღონისძიება მუსიკალურად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა, თიკა ირემაშვილმა ბენდთან ერთად გააფორმა. კონცერტში მონაწილეობა უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ჯგუფმა მიიღო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. გახსნის ღონისძიების შემდეგ სტუდენტები აუდიტორიებში გადანაწილდნენ. პირველკურსელებს სასწავლო პროცესის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი ფაკულტეტის პროგრამის ხელმძღვანელებმა და დეკანებმა მიაწოდეს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს სრულად შეავსო კონტინგენტი და 700–ზე მეტი პირველკურსელი მიიღო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება