იწყება პოლონური ენის უფასო ინტენსიურ კურსზე მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია.
პოლონური ენის ინტენსიური კურსი ხორციელდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და პოლონეთის საელჩოს ერთობლივი ინიციატივის საფუძველზე. 2014-2015 სასწავლო წელს ამ პროგრამით ისარგებლა კსუ-ს 80-მა სტუდენტმა. მათ შორის, 23-მა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო აკადემიურ მობილობაში ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი) და 5-მა - პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს პროექტში, პოლონური ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლაში (ვარშავის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტში (SWPS)).
პოლონური ენის ინტენსიური კურსის მიზანია ხელი შეუწყოს პოლონეთის უნივერსიტეტებში კსუ-ს სტუდენტების აკადემიური მობილობის გაზრდასა და მათ მიერ პოსტ-საბაკალავრო, სამაგისტრო, პოსტ-სამაგისტრო, სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო საგანმანათლებლო სასტიპენდიო პროგრამებზე განათლების მიღებას.
ენის შესწავლა მიმდინარეობს თანამედროვე პროგრამებით, სწავლება ორიენტირებულია ეფექტური კომუნიკაციისა და მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. სწავლება მოიცავს გრამატიკისა და ლექსიკის სინთეზს, ტექსტების განხილვას, დიალოგებს, აუდიომასალების მოსმენასა და ანალიზს.
ხანგრძლივობა: 9 თვე.
აუცილებელი მოთხოვნა: სამოტივაციო წერილი (რა უნდა ჩაწეროთ სამოტივაციო წერილში: რატომ და რით არის საინტერესო კურსი თქვენთვის; მოკლედ და დამაჯერებლად განმარტეთ: რატომ გსურთ ამ კურსის გავლა; აუცილებლად მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია).
სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ciu.edu.ge ელფოსტის დასახელებაში (subject) მიუთითეთ _ „პოლონური ენა”.
სამოტივაციო წერილების მიღება მიმდინარეობს 2 ოქტომბრამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კსუ-ს კარიერის განვითარების ცენტრს, კსუ-ს I კორპუსი, ოთახი N 306.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება