მენეჯმენტისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციას (IMBA) ესპანეთის, ყაზახეთისა და მოლდოვეთის წამყვანი უნივერსიტეტების შემდეგ საქართველომ, კერძოდ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
" /> მენეჯმენტისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციას (IMBA) ესპანეთის, ყაზახეთისა და მოლდოვეთის წამყვანი უნივერსიტეტების შემდეგ საქართველომ, კერძოდ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. " /> მენეჯმენტისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციას (IMBA) ესპანეთის, ყაზახეთისა და მოლდოვეთის წამყვანი უნივერსიტეტების შემდეგ საქართველომ, კერძოდ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ">მენეჯმენტისა და ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციას (IMBA) ესპანეთის, ყაზახეთისა და მოლდოვეთის წამყვანი უნივერსიტეტების შემდეგ საქართველომ, კერძოდ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
საერთაშორისო კონფერენცია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერ უნივერსიტეტებში ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანი კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარება და სამეცნიერო კავშირების გაძლიერებაა.
ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციაში 50-მდე უცხოელი პროფესორი მონაწილეობდა. თემები, ძირითადად, თანამედროვე სამყაროში დესტაბილიზაციის გამომწვევ მიზეზებს, მის სახეებს ორგანიზაციის დონეზე, ენერგო და ადამიანური რესურსების მართვას, კრიზისული სიტუაციიდან თავის დაღწევის გზებსა და დესტაბილიზაციის პროცესში მენეჯმენტის როლს შეეხებოდა.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს წინ ექსკურსია უძღოდა. პოლონეთიდან ჩამოსულ სტუმრებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მცხეთა, ძველი თბილისი და იქ არსებული ისტორიული ძეგლები დაათვალიერებინეს. კონფერენციის მონაწილეებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ქართულ მარანში უმასპინძლა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ უნივერსიტეტის ეზოში გაშენებული ენდემური ჯიშის ვაზები დაეთვალიერებინათ, ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიას გასცნობოდნენ და ქვევრის ღვინო ქართულ კერძებთან ერთად დაეგემოვნებინათ.
კონფერენცია კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტის, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზაციისა და მართვის კომიტეტის, მენეჯმენტის საერთაშორისო ფონდისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიება, რომელიც კვლევებისა და იდეების საშუალებით საერთაშორისო კოოპერაციების გაღრმავებას ისახავს მიზნად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ დახურვის ღონისძიება გაიმართა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეებს საზეიმო ტორტით კონფერენციის წარმატებით დასრულება მიულოცა.
იხილეთ ლინკი: interpressnews.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება