იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის შემდეგ ნაკადში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის (ვისაც უკვე დახურული აქვს მინიმუმ 6 სემესტრი), მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს და 2013, 2014 და 2015 წლის ნებისმიერი საფეხურის კურსდამთავრებულებს, ვისაც აქვს GPA 3.0 და მეტი ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული, მინიმუმ B (81-90% - ძალიან კარგი).
საჯარო სამსახურის ბიუროს მოთხოვნით, წელს რეგისტრაციის წესები შეცვლილია: სტაჟირებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა უნივერსიტეტს უნდა მისცენ წერილობითი თანხმობა, რომ მათი მონაცემები გადაეცეს საჯარო სამსახურის ბიუროს. ამიტომ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ა.წ. 15 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა გამოცხადდნენ დეკანატში (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატი, კსუ-ს I კორპუსი, მესამე სართული, ოთახი N 311; ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატი, კსუ-ს I კორპუსი, მეოთხე სართული ოთახი N 407; სამართლის ფაკულტეტის დეკანატი, კსუ-ს I კორპუსი, მეექვსე სართული, ოთახი N 609) და შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული საგანგებო ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ვებგვერდი: http://stajireba.gov.ge
ან დაუკავშირდით პროგრამის ცხელ ხაზს:
ტელ: 2197755, ელ.ფოსტა: info@csb.gov.ge
კსუ-ს კარიერის განვითარების ცენტრი:
კსუ I კორპუსი, N 306.
ტელ:+995 599800299, ელ.ფოსტა: career@ciu.edu.ge
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები და კრიტერიუმები, ხელმისაწვდომია ბმულზე: http://csb.gov.ge/uploads/stajirebiswesebi.pdf
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება