პირველკურსელთა რეგისტრაცია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია ხორციელდება 3 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით. (რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, (ჩარგლის ქუჩა, N73) პირველ სართულზე, 101_ე აუდიტორიაში.) სწავლის დაწყების თარიღია 14 სექტემბერი.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხულმა სტუდენტებმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
3. 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
4. სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
5. სემესტრული საფასურის გადახდის ქვითარი ბანკიდან; (სემესტრული საფასურის გადახდა შესაძლებელია თიბისი, ვითიბი და ბაზის ბანკში ე.წ. კომუნალური გადახდის წესით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სტუდენტის პირადი ნომრის მითითებით)
სემესტრული გადასახადი შეადგენს:
• სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (საერთაშორისო ურთიერთობები, ჟურნალისტიკა) - 1250 ლარი
• სამართლის ფაკულტეტი (სამართალმცოდნეობა) - 1300 ლარი
• ბიზნესის ფაკულტეტი (ფინანსები, მენეჯმენტი ,ტურიზმი) - 1250 ლარი
• მედიცინის ფაკულტეტი (ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია) - 1125 ლარი
შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირველკურსელი, ვალდებულია რეგისტრაციის დროს გამოცხადდეს მშობელთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება