კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყო რეგისტრაცია შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
• სამართლის სადოქტორო პროგრამა - 15 ადგილი;
• ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა - 15 ადგილი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, N 102 აუდიტორიაში, 31 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 დან 18:00 საათამდე.
შიდა გამოცდა ჩატარდება 26 სექტემბერს.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
• კონკურსანტის ავტობიოგრაფია (მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ), „CV“;
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
• დარგის სპეციალისტთა ორი რეკომენდაცია;
• საკვლევი თემის აქტუალურობის დასაბუთება.
• ფოტოსურათი, ზომით 3X4 (სმ);
• მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულისათვის);
• ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში, ან მას უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებისას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება