კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
• სამართალი - 50 ადგილი;
• საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი - 50 ადგილი;
• საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო უსაფრთხოება - 30 ადგილი;
• საერთაშორისო მარკეტინგი - 30 ადგილი;
• ქართული მევენახეობა-მეღვინეობა - 30 ადგილი;
საბუთების მიღება იწარმოებს 31 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით. შიდა გამოცდა ჩატარდება 25 სექტემბერს. რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
• 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტორნული ვერსია (დისკით);
• სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
• ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
• სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი ბარიერის გადალახვის დასადასტურებლად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება