TEMPUS -ის პროექტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების რეგიონულ ცენტრში ევროპელმა ექსპერტებმა სტუდენტების, პროფესორებისა და ტურიზმის საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის ტრენინგი ჩაატარეს. სწავლება ტურიზმის განვითარებას, სერვისის კულტურას, მარკეტინგული კვლევის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოდებს შეეხებოდა. ევროპელმა ექსპერტებმა მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სამუშაო შეხვედრისას მონიტორინგის ჯგუფის წევრები, სტუდენტების მიერ ჩატარებულ, ტურისტული ბაზრის კვლევას გაეცნნენ. მონიტორინგის ჯგუფის წევრების რეკომენდაციები, ძირითადად, კვლევის პროცესში გამოყენებულ კითხვარებს შეეხებოდა. პროექტის ფარგლებში დაწყებული კვლევა გაგრძელდება. მის შედეგებს სტუდენტები უკრაინის ქალაქ ხერსონში 5-13 სექტემბერს წარადგენენ. შეხვედრის დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ტურიზმის განვითარების რეგიონული ცენტრი TEMPUS -ის პროექტის – „კომპეტენციათა ცენტრების ქსელი საკრუიზო ტურიზმის განვითარების მიზნებისთვის“ – ფარგლებში შეიქმნა. აღნიშნულ პროექტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა, საქართველოდან – სამი, ევროპიდან კი თხუთმეტი უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება