მუდმივი ბრძოლა უხეშ მატერიასთან... შეჯახება ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქესთან და დაბრუნება წარსულში, სადაც ცხოვრების არსი იმალება _ ეს მეომარ ბურეს ცხოვრების გზაა... მუდმივი ბრძოლის გზა ქაოსთან... ამ ქაოსში მომწყვდეულ სამყაროსა და ამ სამყაროს ბინადარ ადამიანებთან... პლანეტა როდაენზე მოგზაურობა ამიერიდან ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს შეეძლება... ეკა თხილავას რომანის – „ბურე“ პრეზენტაცია სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. საღამოს მწერლები, სტუდენტები და ავტორის მეგობრები ესწრებოდნენ. კრიტიკოსებმა ნაწარმოები შეაფასეს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა რომანიდან ნაწყვეტები წაიკითხეს. ეკა თხილავას რომანი გამომცემლობა „ბაკმი“-სა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება