იმიტირებული სასამართლო სხდომები 2015 წლის 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა იმიტირებული პროცესები ჩაატარეს. იმიტირებულ სხდომებზე მე-3 კურსის სტუდენტებმა კოლეგიური შემადგენლობით განიხილეს, სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, სანივთო და ვალდებულებითი დავები. უმაღლეს სასწავლებლებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მომავალშიც დაუჭერს მხარს მომავალი იურისტების პროფესიულ განვითარებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება