კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლები (ასოცირებული პროფესორი მაია მელაძე და სამი სტუდენტი) გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად საქმიანი ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდნენ (16-22 მაისი).
ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ზალცბურგში კრემსისა (IMC University of Applied Sciences Krems) და ზალცბურგის (Salzburg University of Applied Sciences) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის მუშაობაში - ISCONTOUR 2015 (International Student Conference in Tourism Research), რითაც მიიღეს ღირებული გამოცდილება. დელეგაციის წევრები შეხვდნენ კრემსისა (IMC University of Applied Sciences Krems) და ზალცბურგის (Salzburg University of Applied Sciences) უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, სადაც მომავალი თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების განხორციელების, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებში ჩართვის შესახებ ისაუბრეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება