13 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინტელექტუალური პროექტის - „ბუნება მბრძანებელია“ ფინალური თამაში ჩატარდა.
პროექტში თბილისის N1 კლასიკურმა გიმნაზიამ გაიმარჯვა.
ფინალში ქალაქ თბილისის, მცხეთის, რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თამაშს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - თემურ მურღულია, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – "დედამიწის მეგობრები" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და გარემოს დაცვის სამინისტრომ გამარჯვებულებს საჩუქრები და სპეციალური ჯილდო გადასცეს. სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ პროექტის დანარჩენ მონაწილეებსაც.
ინტელექტუალურ შეჯიბრს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს"-თან ერთად ატარებდა.
პროექტის მიზანს მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების გაცნობა წარმოადგენდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება