ეს დრო სავსებით საკმარისი აღმოჩნდა შედეგების შეჯამებისათვის.&n" /> ეს დრო სავსებით საკმარისი აღმოჩნდა შედეგების შეჯამებისათვის.&n" /> ეს დრო სავსებით საკმარისი აღმოჩნდა შედეგების შეჯამებისათვის.&n">
11 ივნისი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის, ერთდროულად, რამდენიმე სასიხარულო მოვლენით იყო აღსანიშნავი.
ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სასწავლო მულტიმედია ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება.
ეს დრო სავსებით საკმარისი აღმოჩნდა შედეგების შეჯამებისათვის. პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნ. ჭალაგანიძემ დამსწრე საზოგადოებას სამუშაოების ანგარიში წარუდგინა და მომავლის გეგმები გააცნო.
შეხვედრის მეორე ნაწილი ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტთა ბოლოდროინდელი წარმატებული აქტივობის გაშუქებას დაეთმო.
28-29 მაისს გამართულ ვიზუალური მედიის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალ „ზუმი-თბილისში“ მონაწილეობამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთდროულად ოთხ ნომინაციაში გამარჯვება მოუტანა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ჟიურის წევრი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი, რეჟისორ-დოკუმენტალისტი ვაჟა ზუბაშვილი ესტუმრა. ბატონმა ვაჟამ ფესტივალზე წარდგენილი ნაშრომების შესახებ ისაუბრა, გამარჯვებულებს საპატიო სიგელები გადასცა, მადლობა გადაუხადა პროფესორ რ. კვარაცხელიას, რომლის ხელმძღვანელობითაც მომზადდა სიუჟეტები, კსუ-ს მულტიმედია ცენტრს კი შემდგომი წარმატებები უსურვა.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ: კანცლერმა, ვ. წივწივაძემ, რექტორმა, კ. კორძაიამ, რექტორის მოადგილემ, მ. გედევანიშვილმა ასევე, აღნიშნეს სტუდენტების წარმატება და სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს მათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება