კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რჩეული თემო კახელიშვილი გახდა 20 თებერვალს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა კონკურსის – „ქართული კალიგრაფია“_ გამარჯვებულებისა და ფინალისტების დაჯილდოების ცერემონიალი გამართა. კონკურსის ფარგლებში, მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა, უნივერსიტეტებმა და სახელმწიფო სტრუქტურებმა საკუთარი რჩეულები გამოავლინეს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რჩეული თემო კახელიშვილი გახდა. კსუ–ში ჩაბარების შემთხვევაში, საჩუქრის სახით, უნივერსიტეტი მას ერთი წლის სწავლის საფასურს დაუფინანსებს. ქართული კალიგრაფიის კონკურსი მეხუთე წელია ტარდება. მასში მონაწილეობა მსჯავრდებულებმა, ემიგრანტებმა და აფხაზეთის კონფლიქტურ ზონაში მცხოვრებმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა წელს პირველად მიიღეს. დაჯილდოების ცერემონიალზე კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, კონკურსის შემაჯამებელი ფილმის ჩვენება და ალბომის – „ქართული კალიგრაფია“ _ პრეზენტაცია გაიმართა. კონკურსში სულ 931 ადამიანი მონაწილოებდა. მათგან ფინალში მხოლოდ 50 კონკურსანტი გადავიდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება