ინტელექტუალური თამაშების კვირეულის - „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ _ ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს მთაწმინდის რაიონის სკოლები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება კლასიკურმა გიმნაზიამ მოიპოვა.
პროექტში მონაწილე სკოლებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
პროექტის _ „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ _ ფინალური შეხვედრა პირველ თებერვალს გაიმართება. მასში მონაწილეობას თბილისის კლასიკური გიმნაზია, ისნის რაიონის 97-ე, ჩუღურეთის 24-ე, დიდუბის 140-ე, სამგორის 182-ე, გლდანის 120-ე, ვაკის 122-ე, საბურთალოს 161-ე, კრწანისის 153-ე და ნაძალადევის რაიონის ნუნუ ავაგუმაშვილის სკოლები მიიღებენ.
ინტელექტუალური თამაშების კვირეული _ „მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ _ თბილისის მერიის, მუნიციპალიტეტების, განათლების სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება