აღნიშნულ შეხვედრას ასევე დაესწრებიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები. შეხვედრის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები: აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები; უნივერსიტეტთა თანამეგობრობის როლი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში; კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი საზოგადოების, ახალგაზრდების, ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები; პოლიტიკური სტრუქტურების ლეგიტიმურობის დონის ზრდის საკითხი; უნივერსიტეტსა და აფხაზეთის მთავრობას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები; თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში; სახალხო და სამოქალაქო დიპლომატიის როლი; სტუდენტების სტაჟირება აფხაზეთის ა/რ მთავრობაში.
შეხვედრის შემდეგ გაფორმდება მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობას შორის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება