Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    საუნივერსიტეტო გრანტები (სტიპენდია)

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაწესებული სასწავლო, სახელობითი და წარჩინებულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტთა საუნივერსიტეტო გრანტები (სტიპენდიები) ემსახურება სტუდენტთა მოტივაციის გაზრდასა და კონკურენტული სასწავლო გარემოს შექმნას.

    სასწავლო სტიპენდია მოიპოვება სემესტრულად მიღწეული შედეგების საფუძველზე და მოქმედებს ერთი სემესტრის განმავლობაში. სემესტრული სტიპენდიის მაქსიმალური ოდენობაა 1125 ლარი.

    სასწავლო სტიპენდიის დანიშვნის კრიტერიუმებია: აკადემიური მოსწრება; საუნივერსიტეტო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილი; სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობა. ფაკულტეტზე საუკეთესო შედეგების მქონე 3 სტუდენტი იღებს 100%, 4-10 შედეგების მქონე - 50%, ხოლო 11-20 შედეგების მქონე სტუდენტი - 20% სემესტრულ დაფინანსებას. სტუდენტს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს დაფინანსება, სასწავლო სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში, არსებული სხვაობა ჩაერიცხება ფულადი სახით. ინგლისურენოვან პროგრამებზე სტიპენდია გაიცემა საუკეთესო 10 სტუდენტზე წლიური 2250 აშშ დოლარის ანგარიშით.

    სახელობითი სტიპენდია არის კონკრეტულ დარგში გამოჩენილი მეცნიერის ან უნივერსიტეტის წინაშე დამსახურების მქონე პირის სახელობითი სტიპენდია, რომელიც გაიცემა კონკრეტულ მიმართულებაში მიღწეული შედეგებით. დღეის მდგომარეობით უნივერსიტეტში მოქმედებს ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდია, რომლითაც ჯილდოვდება ფიზიოლოგიის კურსში საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტი (2250 ლარი).

    წარჩინებული აბიტურიენტი სტიპენდიით სარგებლობს, თუ მას საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულება დასრულებული აქვს ოქროს ან ვერცხლის მედალზე. წარჩინებულ აბიტურიენტთა სტიპენდიები: ოქროს მედალოსანი სტუდენტი - სწავლის საფასურის 20% დაფინანსება; ვერცხლის მედალოსანი სტუდენტი - სწავლის საფასურის 10% დაფინანსება. სტიპენდია ნარჩუნდება იმ შემთხვევაში, თუ ყოველი სასწავლო სემესტრის GPA იქნება 3.0 და მეტი. 

    მაგისტრატურის სტუდენტი, რომელსაც უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის GPA აქვს 3.5 და მეტი, 50%-იანი სტიპენდიით სარგებლობს პირველი და მეორე სასწავლო წლის განმავლობაში.

    გარდა სტიპენდიებისა, დაწესებულია - ერთჯერადი ჯილდო, რომელიც უნივერსიტეტის ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე წარმოჩენისთვის გადაეცემა სტუდენტს. ასევე, მოქმედებს სხვადასხვა სახის ღონისძიებათა წამახალისებელი დაფინანსება, რომელიც ემსახურება კსუ-ს სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესებას.

    სტიპენდიის განაწილების პროცედურა დადგენილია კანცლერის ბრძანებით დამტკიცებული „წარმატებულ სტუდენტთათვის სტიპენდიის, ერთჯერადი ჯილდოს გაცემისა და სხვა სახის წახალისების წესით“.