რეზიდენტურა არის სამედიცინო განათლების პოსტდიპლომური პროფესიული მზადების პროგრამა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აუცილებლად უნდა გაიაროს კურსდამთავრებულმა, რათა მიიღოს შესაბამისი საექიმო კვალიფიკაცია და მიენიჭოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლება.
სარეზიდენტო პროგრამების მოცულობა დამოკიდებულია საექიმო სპეციალობაზე და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სარეზიდენტო პროგრამების შესაბამისად.
პროგრამა მოიცავს ძირითადად პრაქტიკულ მზადებას, თუმცა ხელს უწყობს რეზიდენტის სამეცნიერო უნარების ამაღლებას.
სარეზიდენტო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულზე გაიცემა რეზიდენტურის დასრულების ცნობა, რომლის საფუძველზეც კურსდამთავრებულს ეძლევა უფლება ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა შესაბამისი ექიმი სპეციალისტის სერტიფიკატის მისანიჭებლად.