Go to top icon
ENG
ძიება:
ახალი ამბები
ანონსები
    მულტიმედია ცენტრი უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური ბიბლიოთეკა

    თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამა

    სწავლის საფასური მოცემულია ერთი აკადემიური წლის მიხედვით

     

    რეზიდენტურის საფასური - 6200 ლარი

    პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა 12.04.2024 წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისდა სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების აკრედიტაციის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილება N7.

    აკრედიტაციის ვადა 3 წელი.

    პროგრამის მიზანია - სამედიცინო განათლების მქონე დიპლომირებული სტომატოლოგის კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბება და მომავალი დამოკიდებელი საექიმო და სამედიცინო საქმიანობისთვის სათანადო გამოცდილების შეძენა.

    კვოტა განისაზღვრა 2 მაძიებლის ოდენობით.

    სწავლის ხანგრძლივობა 11 თვე

    ლელა გრიგოლია - პროგრამის ხელმძღვანელი.

    რეზიდენტურის სრული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეზიდენტი იღებს შესაბამის მოწმობას. დამოუკიდებლად საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად აბარებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდას. რეზიდენტურაში მომზადებულ სტომატოლოგს სერტიფიცირების შემდეგ უფლება აქვს, იმუშაოს თერაპევტ-სტომატოლოგად ყველა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებაში, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი კუთვნილებისა.