7-11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება ტრენინგი - „კომერციული მედიაცია და ბიზნეს სამართალი“;
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ CIU-ს სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3-4, ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს;
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, 2 ნოემბრამდე, ელექტრონულ მისამართზე - info.law@ciu.edu.ge - უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ტრენინგს წარუძღვებიან:
გიორგი ხატიძე - სამართლის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
ზვიად გაბისონია - სამართლის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი;
როინ მიგრიაული - სამართლის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელი, პარტნიორი და ადვოკატი;
ნინო ხარიტონაშვილი - სამართლის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის იურისტი, ადვოკატი, მედიატორი, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევარი;
ანა გურიელი - სამართლის დოქტორი, CIU-ს ასისტენტ-პროფესორი, „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ წევრი, ადვოკატი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება