26 აპრილს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია გიამართება თემაზე: „ ორგანიზებული დანაშაული, არსებული კანონმდებლობა, მიღწევები და გამოწვევები“.
საჯარო ლექცია მოიცავს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ლექციის ფარგლებში, განიხილება მოქმედი კანონმდებლობა, პრაქტიკული მაგალითები, არსებული გამოწვევები და ევროპული სასამართლოს მიდგომა. საჯარო ლექცია ტარდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მხარდაჭერით.
სპიკერები: საქართველოს პროკურატურის თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი - მარიამ ბეგიაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი) და ამავე რაიონული პროკურორი მარიკა ტყაბლაძე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება