16 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: „პერსონალური უსაფრთხოება სტუდენტებისთვის“
ლექციის შინაარსი: პერსონალური ინფორმაცია და მისი დაცვის შესაძლებლობები; პირადი და ოჯახის უსაფრთხოება, საჭიროებების განსაზღვრა − ყოველდღიურობა, სატრანსპორტო უსაფრთხოება (მარშრუტის განსაზღვრა, ტრანსპორტის შერჩევა), უსაფრთხოების სხვა ასპექტები; - სამუშაო და საცხოვრებელის ყოველმხრივი შესწავლა (პასპორტიზაცია): შენობა-ნაგებობები, გარემო, პერსონალი; როგორ ვიქცევით საგანგებო სიტუაციებში.
სპიკერები:
ზაალ სარაჯიშვილი - სდსს ვეტერანთა კავშირის აღმასრულებელი მდივანი, პოლიციის საერთაშორისო ასოციაციის (IPA) წევრი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის რიგებში. მსახურობდა დიპლომატიური დაცვისა და ოპერატიულ სამმართველოებში. სდსს მიენიჭა ოფიცრის პირველადი წოდება - ლეიტენანტი. სხვადასხვა პერიოდში მსახურობდა სამხედრო დაზვერვაში, სასაზღვრო ჯარებში, საგანგებო ლეგიონში, საკონსულო სამსახურში. სახელმწიფო სამსახური დაასრულა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. ამჟამად ხელმძღვანელობს უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიას - DREDD Security consulting services.
გიორგი მკურნალიძე - სახელმწიფო უშიშროების თადარიგის ოფიცერი; 30 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების, უსაფრთხოების სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე; მრავალწლიანი ტრენერის გამოცდილებით-კონფლიქტოლოგიის და უსაფრთხოების სფეროში; სამეცნიერო შრომების ავტორი; პერსონალურ და სამოქალაქო თავდაცვა/უსაფრთხოების პრაქტიკოსი ექსპერტი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება