8 დეკემბერს, 11:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელის, რატი ზაუტაშვილის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: „მდგრადი განვითარება და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა SDG-ების განხორციელების პროცესში“.
საჯარო ლექცია შეეხება მდგრად განვითარებას, საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებსა და პრაქტიკებს, განიხილება საჯარო-კერძო დიალოგების მაგალითები და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა.
ლექციაზე განხილული იქნება საქართველოში კერძო სექტორის მიერ კორპორაციული მდგრადობის ჭრილში განხორციელებული პროექტები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება