6 მარტს, 14:00 საათზე, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და ფემიციდი“.
ლექცია მოიცავს მსხვერპლთა დაცვის გაძლიერებასა და დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახური დანაშაულის და სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდის, ასევე, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. საჯარო ლექციის ფარგლებში განიხილება აღნიშნული მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ასპექტები და პრაქტიკული საქმიანობის გამოწვევები. საჯარო ლექცია ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.
მომხსენებლები:
საქართველოს პროკურატურის თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი მარიამ ბეგიაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი) და ამავე რაიონული პროკურატურის პროკურორები: გურამ კრავეიშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი), მარიამ გიგაური (ოჯახურ ძლადობაზე სპეციალიზირებული პროკურორი).
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი N 305.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება