29 ივნისს, 12:00 სთ-ზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (აუდიტორია 304), გაიმართება ცირა ბარამიძის საჯარო ლექცია თემაზე: „კავკასიის გეოსტრატა და უსაფრთხოების გამოწვევები“.
ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ:
ცირა ბარამიძე - კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (Hab.), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
მომხსენებლის სამეცნიერო კვლევების სფეროებია:
ლინგვისტიკა (იბერიულ-კავკასიური ენები, კერძოდ, დაღესტნური და ქართველური ენები, არეალური ლინგვისტიკა, ტიპოლოგია, სოციოლინგვისტიკა, ლინგვისტური მონაცემთა ბაზების მოდელირება), კავკასიის რეგიონისა და საერთაშორისო გეოპოლიტიკა, კავკასიის ხალხთა ისტორია.
ცირა ბარამიძე არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 7 წიგნის ავტორი; ის არის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დამფუძნებელი (2006, თსუ), კავკასიოლოგიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი (ქართულ და რუსულ სექტორებზე); კავკასიოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, საერთაშორისო სამენოვანი სამეცნიერო ჟურნალის „კავკასიოლოგიური ძიებანი“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; არის მრავალი სამეცნიერო პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი. მას აქვს ფართო სამეცნიერო კონტაქტები საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებთან, არის მეცნიერების ორგანიზატორი. მუშაობს განათლების სისტემის სრულყოფის საკითხებზე. ცირა ბარამიძე არის საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება