12 აპრილს, 16:00 სთ-ზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: „ფინეთის გაწევრიანება ნატოში და საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები“.
სპიკერები:
ნიკა ჩიტაძე - გეოგრაფიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
ვახტანგ მაისაია - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
მოდერატორი:
ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ჩარგლის ქ. 73), ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი, #305
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება