2 მარტს, 14:00 სთ-ზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მართავს საჯარო შეხვედრას თემაზე: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობა და აღსრულების მექანიზმები“.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ან/და თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძე და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში, სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებისთვის გამოცხადდება კონკურსი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ბაკალავრიატის დამამთავრებელი, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.
კონკურსის შედეგად შეირჩევა სამი გამარჯვებული, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტში.
ეხვედრა გაიმართება 401-ე აუდიტორიაში (მეოთხე სართული).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება