ტრენინგს გაუძღვებიან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლიკა კვირჭიშვილი და ადამიანური რესურსების რეკრუტინგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს HR, ეკატერინე თაბუკაშვილი.
ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტები ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკოსი და გამოცდილი სპეციალისტებისგან მოისმენენ რჩევებს CV-ის შედგენის თანამედროვე ტენდენციების, გასაუბრებისთვის მომზადების და გასაუბრების დროს გასათვალისწინებელი სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. შეხვედრაზე განხილული იქნება სწორი და ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები. გაზიარებული ინფორმაცია სტუდენტებს დაეხმარება გასაუბრების მსვლელობისას საკუთარი ემოციების მართვაში.
ტრენინგის გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი!