კომპანია Lawformer-ი წარმოადგენს პირველ საერთაშორისო ტექნოლოგიურ-სამართლებრივ (LegalTech) პლატფორმას, რომელიც ამარტივებს იურიდიული დოკუმენტაციის შექმნისა და სამართლებრივი კვლევის პროცესს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ Lawformer-ის პლატფორმა სტუდენტების პრაქტიკული კომპონენტების გასაძლიერებლად, საერთაშორისო სტანდარტების ხელშეკრულებებისა და ქეისების შესასწავლად და გასაცნობად.
Lawformer-ის პროდუქტის სასწავლო პროცესში ინტეგრირების მიზნით, 8 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან ჩატარდება გაცნობითი შეხვედრა, რომელსაც წარუძღვებიან მისი დამფუძნებლები, გიორგი ღუღუნიშვილი და ნაკო ედიშერაშვილი.
აუდიტორია - 305.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება