1 ივლისს, 17:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში MIS Implants-ის მსოფლიო ლიდერის მხარდაჭერით, CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების, პროფესორებისა და კლინიცისტი ექიმებისთვის საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე: „ციფრული სტომატოლოგია და ქირურგიული გაიდები“ .
აღნიშნული ლექცია საშუალებას მისცემს სტუდენტებსა და ექიმებს გაეცნონ თანამედროვე სტომატოლოგიის უახლეს გამოწვევებსა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს იმპლანტოლოგიაში.
სპიკერები: კახა გურგენიძე - ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი; სანდრო პატეიშვილი - ექიმი-ორთოპედი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება