მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კსუ-ს II კორპუსში, მარან ,,კოლხში“, ღვინის დეგუსტაციაში მასტერკლასი ჩატარდება. ღონისძიება განკუთვნილია სტუდენტებისთვის, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
მასტერკლასს წარუძღვება კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, აგრარულ მეცნიერებათა მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრი და საერთაშორისო კატეგორიის სომელიე (WSET-ის მეორე დონე) - საბა ქიტიაშვილი.
ჩატარების დრო და ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის II კორპუსი, ურეკის ქუჩა N 2, მარანი „კოლხი“, 28 სექტემბერი , 14:00 საათი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება