9 ოქტომბერი, 16:00, აუდიტორია #305
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება ვიზუალური ეფექტების დიზაინერის (VFX), თორნიკე ჭელიძის მასტერკლასი თემაზე: After Effect.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ვიდეოგრაფიკასთან დაკავშირებული საკითხების თავისებურებებს, მათ ასპექტებსა და პრაქტიკაში გამოყენების საშუალებებს. შეხვედრა მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, რომლებიც სტუდენტებს გაუღრმავებს ცოდნასა და გაუმარტივებს მუშაობას მონტაჟის, გრაფიკის შექმნის, ფერების აღქმისა და სასურველი შედეგის მიღებისთვის.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება