CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი იწყებს კარიერული მენტორინგის პროექტს. პროექტი მიზნად ისახავს ფაკულტეტის სტუდენტების პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში 24 აპრილს, 12:00 საათზე (101 აუდ.) ჩატარდება შეხვედრა კარიერული კონსულტირების, მენტორინგისა და ქოუჩინგის სივრცის - Co.Liberum დამფუძნებელთან, მარიამ ჩოხელთან.
მარიამ ჩოხელს აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც კერძო და საჯარო, ისე სტარტაპ ორგანიზაციებში, ძირითადად ტალანტების მოზიდვის, შერჩევა-დაქირავებისა და განვითარების მიმართულებით. მარიამი არის ერიქსონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და პრაქტიკოსი ქოუჩი კარიერის მიმართულებით, სერტიფიცირებული კარიერის კონსულტანტი და მენტორი.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
რა მინდა მომავალში მოხდეს ჩემს კარიერაში?
Work-life ბალანსი და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 21/04/2023
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/CgEvbp1TWCuCNjvt8
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება