26 აპრილს, 12:00 საათზე, მხარეთა შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. შეხვედრას გახსნის ბიზნესისა და ტექნოლოგიოების ფაკულტეტის დეკანი - მარიკა კლდიაშვილი. ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს რითეილ ასოციაციის ( Retail Association) გამგეობის თავმჯდომარე - სოფიო ქაშაკაშვილი და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბიზნეს სერვისების კომპონენტის ხელმძღვანელი - მარიამ თევდორაძე.
ამავე შეხვედრის ფარგლებში, კომერციული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც წიგნის ავტორები: მირანდა მანჯგალაძე (რითეილ ექსპერტი) და ია ნადირაშვილი (რითეილ კონსულტანტი) წარადგენენ. გზამკვლევი მიზანია მეწარმეებს მისცეს პრაქტიკული რჩევები კომერციულ მოლაპარაკებებთან და გარიგებებთან დაკავშირებით, კერძოდ, კომერციული გზამკვლევი განკუთვნილია ყველა მცირე და საშუალო მეწარმისთვის, რომელთაც ორგანიზებულ საცალო მოვაჭრეებთან, ანუ რითეილერებთან თანამშრომლობის გზით, სურთ განავითარონ და გაზარდონ საკუთარი ბიზნესი. ასევე, ყველა იმ დაინტერსებულ პირთა წრისათვის, ვისაც სურს FMCG (სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების) სექტორის შესახებ შეიტყოს.
აღსანიშნავია, რომ კომერციული გზამკვლევი USAID -ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/W3nAacWzU26PcF2s6
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება